ალექსეი ნავალნის ახალი ბრალი წაუყენეს, რომლის მიხედვითაც, მას დამატებით 30-წლიანი პატიმრობა ემუქრება. ამის შესახებ თავად რუსი ოპოზიციონერი სოციალურ ქსელში საუბრობს. ნავალნის თქმით, მის წინააღმდეგ ტერორიზმის საქმესთან დაკავშირებული საქმე აღძრეს.
როგორც პატიმარი აცხადებს, "აბსურდია იმის მტკიცება, რომ ის ტერორისტულ საქმიანობას ციხეში ყოფნის დროს ეწეოდა". მისივე ინფორმაციით, საქმეს სამხედრო სასამართლო განიხილავს.
რუსი ოპოზიციონერი თაღლითობისა და სასამართლოს უპატივცემულობის ბრალდებით 11-წლიან პატიმრობას იხდის.