პრობაციონერებს, განრიდების სუბიექტებს და ყოფილ პატიმრებს მუნიციპალურ დონეზე, ანაზღაურებად სამუშაოზე დასაქმების შესაძლებლობა მიეცემათ.
თანამშრომლობის მემორანდუმს ხელი პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსმა და რუსთავის მერმა მოაწერეს. გაიზარდა დასაქმების ობიექტების რიცხვი, რომლის ფარგლებშიც, შრომამისჯილი პირები ინფრასტრუქტურული სამუშაოების შესასრულებლად განაწილდებიან.