26 ნოემბერი 2024,   18:33
ვრცლად
თურქეთის პრეზიდენტი პირდაპირ ეთერში ინტერვიუს დროს ცუდად გახდა

თურქეთის პრეზიდენტი პირდაპირ ეთერში ინტერვიუს დროს ცუდად გახდა. თურქეთის ტელეარხები იძულებულები გახდნენ ეთერი დაწყებიდან ათ წუთში შეეწყვიტათ.

ინტერვიუ რეჯეფ თაიფ ერდოღანმა 10 წუთის შემდეგ განაახლა, ბოდიში მოიხადა და რამდენიმე შეკითხვას პასუხი გასცა. თურქეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ბოლო დღეების განმავლობაში მძიმე სამუშაო ჰქონდა და ვირუსული გასტროენტერიტით დაავადდა.

თურქეთში საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები 14 მაისს არის დაგეგმილი.

 

 
დღის ამბები