26 ნოემბერი 2024,   15:48
ვრცლად
დამოუკიდებელი სახელმწიფო ინსტიტუტები, მედია, კანონის უზენაესობა და ადამიანის უფლებები- ეს ის მთავარი კრიტერიუმებია, რომელიც ევროპულ ოჯახში მისაღებად ბრიუსელმა თბილისს დღეს კიდევ ერთხელ განუსაზღვრა

"პარტნიორები საქართველოს მომავალს ევროპულ ოჯახში ხედავენ"-ეს იმ დისკუსიის შინაარსია, რომელსაც საქართველოს პირველი დიპლომატი ევროკავშირის 28 წევრი ქვეყნის საგარეო მინისტრებთან ერთად ესწრებოდა.

ევროკავშირის საგარეო მინისტრებისა და ილია დარჩიაშვილის არაფორმალურ მოლაპარაკებაზე ინფორმაცია ევროგაერთიანების შესაბამისმა უწყებამაც გაავრცელა. განცხადებაში წერია, რომ მხარეებმა საქართველოს ევროპულ პერსპექტივასა და დემოკრატიის გაძლიერების აუცილებლობაზე ისაუბრეს. დისკუსიის დროს კი დადასტურდა, საქართველოს მნიშვნელოვანი პროგრესი ძირითად რეფორმებში, თუმცა აღინიშნა, რომ კანონის უზენაესობა, ადამიანის უფლებები, მედია, სამოქალაქო საზოგადოება და დამოუკიდებელი სახელმწიფო ინსტიტუტები- ევროკავშირში გაწევრიანებისთვის მნიშვნელოვანი ელემენტებია.

12 რეკომენდაციის შესრულებასა და რეფორმების განხორციელებაზე გაამახვილა ყურადღება დარჩიაშვილთან შეხვედრის შემდეგ ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა. ოლივერ ვარჰეიმ სოცილაურ ქსელ "ტვიტერზე" განცხადება გაავრცელა. ევროკომისარმა კიდევ ერთხელ თქვა, რომ ევროკავშირი სრულად უჭერს მხარს საქართველოს ძალისხმევას რეგიონული უსაფრთხოების რთულ სიტუაციაში.

ევროკავშირის საბჭოს მიერ დადასტურებული პროგრესის აღიარება ხელისუფლების ოპონენტების ნაწილს უჭირს. ამბობენ, რომ მმართველი პარტია რეკომენდაციების შესრულებას ვერ უზრუნველყოფს-მთავარი მიზეზი კი პოლიტიკური ნების არ არსებობაა. ოპოზიცია საქართველოს ევროპულ ოჯახში გაერთიანებას, მხოლოდ "ქართული ოცნების" დამარცხების შემთხვევაში ხედავს.

ოპოზიციის და საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე სკეპტიკურად განწყობილი საზოგდაოებისთვის მმართველ პარტიას ერთი პასუხი აქვს. "ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ ქვეყანა ასოცირებულ ტრიოში, სადაც უკრაინა, მოლდოვა და საქართველო მოიაზრებიან საუკეთესო შედეგების მქონეა-გადაწყვეტილება კი ევროკავშირზეა.

შეფასებები მმართველი პარტიის ლიდერებმა სტრსბურგში გააკეთეს, სადაც პარტნიორებთან შეხვედრების და დისკუსიების დროს ერთ-ერთი მთავარი თემა სწორედ საქართველოს მიერ 12 რეკომენდაციის სესრულების პროცესია.

ევროპული პერსპექტივის შემდეგ მიანიჭებენ, თუ არა საქართველოს ეროკავშირის კანდიდატის სტატუსს ეს ცნობილი სავარაუდოდ წლის ბოლოსთვის გახდება. მანამდე კი ქვეყანა ევროკომისიის შეფასების მოლოდინშია.

დღის ამბები