26 ნოემბერი 2024,   15:40
ვრცლად
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის ახალი კვლევა -  მმართველი პარტია ისევ ლიდერია, "ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერთა რიცხვი კი 14%-ია

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევით, "ქართული ოცნება" ისევ რეიტინგების ლიდერია. IRI-ის მონაცემებით, გამოკითხული ადამიანების 19% მხარს მმართველ პარტიას უჭერს. "ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერთა რიცხვი კი 14%-ია.

პირისპირ ინტერვიუს გზით გამოკითხული, 1500-რესპონდენტიდან 39 პროცენტი ამბობს, რომ "ნაციონალურ მოძრაობას" ხმას არ მისცემდა.

საერთაშორისო რესპუბლიკურმა ინსტიტუტმა, პოლიტიკოსების პერსონალური რეიტინგებიც გაზომა. მმართველი გუნდისთვის შედეგები რეალობას აცდენილია. საპარლამენტო უმრავლესობაში პირდაპირ ამბობენ, რომ მსგავსი კვლევებით მანიპულირება წინასაარჩევნოდ არაერთხელ დადასტურდა.

რეიტინგებით კმაყოფილია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე. IRI-ის კვლევის გამოქვეყნების შემდეგ, ლევან ხაბეიშვილი პროდასავლურ ოპოზიციურ პარტიებთან თანამშრომლობაზე საუბრობს და ამბობს, რომ პოლიტიკურმა ჯგუფებმა, "ქართული ოცნების" წინააღმდეგ გაერთიანებული ძალებით უნდა იბრძოლონ.

კვლევით დგინდება, რომ ოპოზიციური პარტიების ძირითად ნაწილს გამოკითხული რესპონდენტების 2% უჭერს მხარს. 3%-იანი მხარდაჭერა კი მხოლოდ გიორგი გახარიას გუნდსა და "გირჩი მეტი თავისუფლებას" აქვს. ოპოზიციური პარტიები ვერ უარყოფენ, რომ 2024 წლის არჩევნებისთვის ხელისუფლების წინააღმდეგ, დამოუკიდებლად ბრძოლას აზრი არ აქვს.

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევაში საუბარია მთავრობის საგარეო კურსთან დაკავშირებითაც. ქვეყნისთვის ყველაზე მნიშვნელოვან პოლიტიკურ პარტნიორად მოქალაქეები ისევ ევროკავშირს და შეერთებულ შტატებს მიიჩნევენ. 87% კი ფიქრობს, რომ ყველაზე დიდი საფრთხე რუსეთია. IRI-ის კვლევის მიხედვით, უცვლელია მოქალაქეების განწყობა ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაციის მიმართულებით.

IRI -ის კვლევაში საუბარია გამოწვევებსა და საფრთხეებზეც. შედეგებით ირკვევა, რომ დემოკრატიული განვითარების ხელისშემშლელ გამოწვევებში.

ეკონომიკური განვითარება  მთავარ საკითხადაა, მას მოსდევს ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნება, სასამართლო სიტემა კი გამოწვევებსი მხოლოდ 1%-მა დაასახელა. ეს მაჩვენებლი დღეს მმართველი პარტიის ყურადრების ცებტრში მოექცა. სადაც ასევე ფიქრობენ,  რომ მიკერძოებულ კვლევაშიც კი ავტორებმა ვერ დამალეს, სახელმწიფო ინსტიტუტების მიმართ ნდობა. რეიტინგებში მოწინავე პოზიციას ჯარი, საპატრიარქო და პოლიცია იკავებს.

კვლევის მიხედვით, გამოკითხული მოქალაქეების 58% ქვეყანში ეკონომიკურ ვითარებას დადებითად აფასებს, თუმცა დოკუმენტში საუბარია მთავარ პრობლემებზეც. შედეგების მიხედვით, რესპონდენტების 36 პროცენტი მთავარ პრობლემად სწორედ უმუშევრობას, 19 პროცენტი მაღალ ფასებს, 6 პროცენტი კი სიღარიბეს ასახელებს.

ავტორი:ანუკა ბუავა. 



დღის ამბები