26 ნოემბერი 2024,   15:24
ვრცლად
ხელისუფლების ცვლილება არის უალტერნატივო და ეს ცვლილება უახლოეს მომავალში უნდა დადგეს არჩევნების გზით- ანა ნაცვლიშვილი 

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის ”ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის” წევრი აცხადებს, რომ ხელისუფლების ცვლილება არის უალტერნატივო და ეს ცვლილება უახლოეს მომავალში უნდა დადგეს არჩევნების გზით.  

"ჩვენ ამას როგორც საინტერესო მასალას, ისე ვუყურებთ, რომელიც გამოყენებული უნდა იყოს პარტიის სტრატეგიის და სამოქმედო გეგმის განსაზღვრის დროს. ამიტომ, რა თქმა უნდა, გავაანალიზებთ საზოგადოების ხედვებს საჭირბოროტო საკითხებთან დაკავშირებით, რომელიც არ არის სიურპრიზი და ამის მიხედვით დავგეგმავთ, თუ როგორ ვემზადებით დიდი პოლიტიკური ცვლილებისთვის. რაც ამ კვლევამ ძალიან მკაფიოდ აჩვენა არის ის, რომ ხელისუფლების ცვლილება არის უალტერნატივო და ეს ცვლილება უახლოეს მომავალში უნდა დადგეს არჩევნების გზით,"-აცხადებს ანა ნაცვლიშვილი. 

ავტორი:ანუკა ბუავა.

დღის ამბები