26 ნოემბერი 2024,   15:45
ვრცლად
საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფება კვლავ რჩება ჩვენი საგარეო პოლიტიკის მთავარ პრიორიტეტად - ირაკლი ღარიბაშვილი 

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა,  ბრიუსელში, ალიანსის გენერალურ მდივანთან შეხვედრისას განაცხადა, რომ ბოლო წლების განმავლობაში, საქართველომ განახორციელა არაერთი რეფორმა. პრემიერმა ასევე აღნიშნა, რომ საქართველო იმსახურებს კანდიდატის სტატუსის მიღებას:

"საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფება კვლავ რჩება ჩვენი საგარეო პოლიტიკის მთავარ პრიორიტეტად. ასევე მსურს აღვნიშნო, რომ ჩვენ მივაღწიეთ მნიშვნელოვან წინსვლას ბოლო ათი წლის განმავლობაში. ჩვენ მოვაწერეთ ხელი ასოცირების ხელშეკრულებას ევროკავშირთან. ასევე თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებას, ასევე მოვიპოვეთ უვიზო მიმოსვლა ევროკავშირთან და გასულ წელს მივიღეთ ევროპული პერსპექტივა, რაც ისტორიული გადაწყვეტილება იყო და ჩვენ აქტიურად განვაგრძობთ მუშაობას ე.წ. 12 პრიორიტეტის შესრულებაზე, რომელიც ძალიან მალე დასრულდება და დარწმუნებულები ვართ, რომ საქართველო იმსახურებს კანდიდატის სტატუსის მიღებას. ასევე მსურს აღვნიშნო, რომ ჩემთვის პრივილეგია იყო ერთობლივი საწრთვნელი ცენტრის გახსნა 2015 წელს, რაც შესანიშნავი ნიმუშია იმისა, თუ როგორ თანამშრომლობს საქართველო და ნატო ერთმანეთთან და ამისათვის მსურს კიდევ ერთხელ მადლობა გადაგიხადოთ. ჩვენ მზად ვართ რომ კიდევ უფრო გავაღრმავოთ ჩვენი პოლიტიკური დიალოგი და პრაქტიკული თანამშრომლობა ნატოსთან ყველა განზომილებაში," - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. 

 

დღის ამბები