26 ნოემბერი 2024,   15:53
ვრცლად
საქართველოს შეუძლია იმედი ჰქონდეს, რომ ნატოს მხრიდან მიიღებს როგორც პოლიტიკურ, ისე პრაქტიკულ-ტექნიკურ მხარდაჭერას - იენს სტოლტენბერგი

ნატო მხარს უჭერს საქართველოს ევროინტეგრაციას - ბრიუსელში ალიანსის გენერალურ მდივანს პრემიერ-მინისტრი შეხვდა.

აუდიენციამდე გაკეთდა განცხადებები. ითქვა, რომ საქართველოს ალიანსის პრაქტიკული მხარდაჭერის იმედიც უნდა ჰქონდეს. ამასთან, ნატო-ს გენერალურმა მდივანმა მოუწოდა რუსეთს უარი თქვას ოკუპაციაზე. 

"ალიანსის წევრები სრულად უჭერენ მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. ჩვენ განვაგრძობთ მოწოდებებს რუსეთის მიმართ რომ დაუბრუნოს საქართველის ოკუპირებული ტერიტორიები. ჩვენ ვისაუბრეთ ნატო-საქართველოს პარტნიორობაზე და იმაზე თუ როგორ შეგვიძლია ამ პარტნიორობის კიდევ უფრო გაძლიერება, განსაკუთრებულად საუბარი შეეხო ნატო-საქართველოს არსებით პაკეტს.

საქართველოს შეუძლია იმედი ჰქონდეს, რომ ნატოს მხრიდან მიიღებს როგორც პოლიტიკურ, ისე პრაქტიკულ-ტექნიკურ მხარდაჭერას. მსურს შევაქო საქართველოს ძალისხმევა, რომელიც მან რეფორმების განხორციელებასა და დემოკრატიული სტანდარტების დაცვის მიმართულებით გამოიჩინა.

ქართველმა ხალხმა მკაფიოდ განაცხადა, რომ მათ სურთ დემოკრატიული კეთილდღეობის მქონე ქვეყანა, რომელიც ინტეგრირებული იქნება ჩრდილო ატლანტიკურ ალიანსთან. ნატო განაგრძობს თქვენს პარტნიორობას ევროპული მისწრაფებების მიღწევის პროცესში,"- აცხადებს იენს სტოლტენბერგი. 

დღის ამბები