26 ნოემბერი 2024,   16:22
ვრცლად
ვაგრძელებთ ურთიერთობების განმტკიცებას, ერთად საქართველო და ევროკავშირი ხელს შეუწყობს მშვიდობას, დემოკრატიას და ეკონომიკურ ზრდას რეგიონში - ირაკლი ღარიბაშვილი შარლ მიშელთან შეხვედრაზე
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი შარლ მიშელთან შეხვედრას "ტვიტერზე" გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ საქართველო მზად არის სისრულეში მოიყვანოს 12 რეკომენდაცია და წელს კანდიდატის სტატუსს იმსახურებს.
 
"პროდუქტიული შეხვედრა მქონდა ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან. ჩვენ ვაგრძელებთ ურთიერთობების განმტკიცებას. ერთად საქართველო და ევროკავშირი ხელს შეუწყობს მშვიდობას, დემოკრატიას და ეკონომიკურ ზრდას რეგიონში. საქართველო მზად არის სისრულეში მოიყვანოს 12 რეკომენდაცია და იმსახურებს წელს კანდიდატის სტატუსს",- დაწერა პრემიერ-მინისტრმა.
დღის ამბები