"საერთაშორისო რესპუბლიკურმა ინსტიტუტმა" (IRI) მორიგი კვლევა გამოაქვეყნა, რომელიც 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდს მოიცავს.
კითხვაზე, რა არის დღეს ქვეყნის ყველაზე მთავარი პრობლემა, შედეგები ასე გადანაწილდა:
უმუშევრობა - 36%
მაღალი ფასები - 19%
სიღარიბე - 6%
კვლევა ჩატარდა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევების ცენტრის სახელით, ბალტიის კვლევებისა და გელაპის ორგანიზაციის წარმომადგენლის დოქტორი რასა ალიშაუსკინეს მიერ. კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა IPM-ის მიერ. მონაცემები შეგროვდა პირისპირ ინტერვიუს გზით. შერჩევა მოიცავდა საარჩევნო ხმის უფლებისა და ასაკის მქონე 1500 რესპონდენტს. მონაცემები შეწონილ იქნა ასაკის, სქესის, რეგიონისა და დასახლების ზომის შესაბამისად. ცდომილების ზღვარი წარმოადგენს +/- 2.5 %, გამოპასუხების მაჩვენებელი - 63%.
კვლევის განხორციელება შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერით, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მეშვეობით.