26 ნოემბერი 2024,   17:52
ვრცლად
ევროკავშირი სრულად უჭერს მხარს საქართველოს მდგრადობის ძალისხმევას რეგიონული უსაფრთხოების რთულ სიტუაციაში – ოლივერ ვარჰეი

ევროკავშირი სრულად უჭერს მხარს გამოწვევებით აღსავსე რეგიონული უსაფრთხოების სიტუაციაში საქართველოს ძალისხმევას მდგრადობის გაძლიერების მიმართულებით – ამის შესახებ ევროკომისარმა, ოლივერ ვარჰეიმ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან, ილია დარჩიაშვილთან შეხვედრის შემდეგ სოციალურ ქსელ "ტვიტერში" დაწერა.

"შევხვდი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს სხდომაზე, რათა განვიხილოთ რეფორმების პროცესის მიმდინარეობა, კერძოდ 12 პრიორიტეტის იმპლემენტაცია. ევროკავშირი სრულად უჭერს მხარს საქართველოს მდგრადობის ძალისხმევას რეგიონული უსაფრთხოების რთულ სიტუაციაში," - წერს ვარჰეი.



დღის ამბები