სუდანიდან საქართველოს მოქალაქეების ევაკუაციის პირველი ეტაპი დასრულდა. 33 ქართველი, რომლებიც სუდანის დედაქალაქში იმყოფებოდნენ, ეგვიპტეში არიან გადაყვანილი.
ინფორმაცია "კურიერს" Myway Airlines-ში დაუდასტურეს, ევაკუირებულებს შორის კომპანიის წარმომადგენლებიც იმყოფებიან.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მათ სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.