26 ნოემბერი 2024,   16:27
ვრცლად
რატომ უწოდა "ხალხის ძალამ" დავით ზურაბიშვილს უცხოეთის აგენტი - საგაზეთო ინტერვიუ, რომელსაც დიდი გამოხმაურება მოჰყვა

ივანიშვილის წინააღმდეგ პოლიტიკური შანტაჟი გრძელდება - ამ შინაარსით ავრცელებს დღეს წერილს "ხალხის ძალა". პოლიტიკური მოძრაობა ვრცელი განცხადებით დავით ზურაბიშვილის იმ საგაზეთო ინტერვიუს გამოეხმაურა, სადაც ოპოზიციონერი პოლიტიკოსი დასავლეთის მხრიდან ივანიშვილის სანქცირებას არ გამორიცხავს. "ხალხის ძალაში" ამტკიცებენ, რომ ზურაბიშვილი უცხოეთის რიგითი აგენტია და სპეცსამსახურები მას ივანიშვილის წინააღმდეგ შანტაჟის ახალი ხაზის გახსნისთვის იყენებენ.

დავით ზურაბიშვილი "ხალხის ძალის" წერილს სოციალურ ქსელში გამოეხმაურა და, პრაქტიკულად, იგივე თქვა, რაც გაზეთ ახალი თაობისთვის მიცემულ ინტერვიუში.

დავით ზურაბიშვილის საგაზეთო ინტერვიუ უმრავლესობას ბევრ კითხვას უჩენს; მათ შორის, ხომ არ უკავშირდება ოპოზიციონერი პოლიტიკოსის განცხადება მეორე ფრონტის გახსნის მიზანმიმართულ გეგმას.

საპარლამენტო ოპოზიციის ნაწილმა დავით ზურაბიშვილის განცხადება არ შეაფასა. მათი თქმით ე.წ. აგენტის სტატუსმა არასერიოზული სახე მიიღო.

დავით ზურაბიშვილის მიზანმიმართულ მოქმედებაში ეჭვი არ ეპარებათ "ქართულ ოცნებაში". საპარლამენტო უმრავლესობის წევრების თქმით, გარკვეული ქვეყნებისთვის საქართველოში მეორე ფრონტის გახსნის სურვილი ისევ აქტუალურია და ყველაზე დიდი წნეხი ბიძინა ივანიშვილზე ხორციელდება.

"ხალხის ძალამ" ვრცელი წერილი დღეს გამოაქვეყნა.

 
დღის ამბები