26 ნოემბერი 2024,   16:24
ვრცლად
თბილისის საკონცერტო დარბაზში, გელოდი ფოცხიშვილის სცენაზე მოღვაწეობის 60 წელთან დაკავშირებული საღამო გაიმართა

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით თბილისის საკონცერტო დარბაზში ხელოვნების დამსახურებული მოღვაწის, ცნობილი ქორეოგრაფის, გელოდი ფოცხიშვილის, სცენაზე მოღვაწეობის 60 წელთან დაკავშირებული საღამო გაიმართა.

ღონისძიებას საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი დაესწრო.

ევროპასა და ამერიკაში გამართული გრანდიოზული ტურნეს შემდეგ საქართველოს სამეფო ნაციონალურმა ბალეტმა საიუბილეო კონცერტზე წარმოადგინა როგორც ძველი, ასევე ახალი ქორეოგრაფიული ნიმუშები. ღონისძიებაში მონაწილეობდნენ: ნიდერლანდების სახელმწიფო ბალეტის სოლისტები გიორგი ფოცხიშვილი და ანა ციგანკოვა, ასევე - საქართველოს სამეფო ნაციონალური ბალეტის დასი და სოლისტები.

დღის ამბები