26 ნოემბერი 2024,   15:44
ვრცლად
რა ეღირება Imagine Dragons-ის კონცერტზე დასასწრები ბილეთი და როდიდან შეძლებს მსმენელი მის შეძენას - მსოფლიოს პოპულარული შემსრულებლები საქართველოში აგვისტოში ჩამოვლენ

საქართველოში მსოფლიო ვარსკვლავები ჩამოდიან. ქართველ მელომანებს ზაფხულში შესაძლებლობა ექნებათ საყვარელი შემსრულებლების კონცერტებს საკუთარ ქვეყანაშივე დაესწრონ. 

31 აგვისტოს, სცენას, მსოფლიოს პოპის ვარსკლვავი - Imagine Dragons დაიკავებს. "ბლექ სი არენას" ორწლიანი კამპანიის, "სთარინგ ჯორჯიას" ფარგლებში, ქართულ სცენებს მსოფლიოს ვარსკვლავები დაიპყრობენ, რომელთა შემოქმედებაც სხვადასხვა თაობის და მუსიკალური ჟანრის მსმენელს აერთიანებს.

კიდევ ერთი ჯგუფი, რომელსაც ქართველი მსმენელი ელოდება - The Killers-ია. ბენდი მუსიკალური კარიერის 20 წლიანი ისტორიიდან საუკეთესო კომპოზიციებს, "ბლექ სი არენას" სცენაზე შეასრულებს. 

ორგანიზატორებმა წელს უკვე 6 კონცერტი დაგეგმეს, რომელიც 5 აგვისტოს "ბლექ სი არენაზე" დაიწყება. ღონისძიებებს ასევე შეკვეთილის სოციალური სივრცე უმასპინძლებს, Imagine Dragons  კი, მიხეილ მესხის სახელობის არენას დაიკავებს.

ბილეთების გაყიდვა 24 აპრილიდან, ეტაპობრივად დაიწყება. კონცერტზე დასწრება 150- ლარიდან 500 ლარამდე ეღირება. კამპანიის მიზანი ქვეყნის პოპულარიზაცია, ტურისტული, ეკონომიკური და კულტურული პოტენციალის გაძლიერებაა.

"სთარინგ ჯორჯიას" ფარგლებში კიდევ ერთი კონცერტი შემოდგომაზე იგეგმება. რომელი მსოფლიო ვარსკვლავი ჩამოვა საქართველოში, ჯერ არ ხმაურდება. კამპანიას "აყევი ვარსკვლავებს" მომავალ წელს კიდევ უფრო მეტი, პოპულარული და მსოფლიო დონის მომღერალი შეუერთდება.

ავტორი:ლაშა ბერძენიშვილი.

დღის ამბები