თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში, ქართველი ბიზნესმენისა და ქველმოქმედის ვახტანგ ფხაკაძის ხსოვნისადმი მიძღვნილი საქველმოქმედო საღამო გაიმართა, სადაც დამსწრე საზოგადოება, მისი მოღვაწეობის შესახებ ინფორმაციას, "ვახტანგ ფხაკაძის სახელობის საქველმოქმედო ფონდის" საქმიანობასა და სამომავლო გეგმებს გაეცნო.
ღონისძიებას, რომელიც ვახტანგ ფხაკაძის 65 წლის იუბილეს მიეძღვნა, საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
როგორც ღონისძიების ორგანიზატორმა, ნათია ფხაკაძემ განაცხადა, საქველმოქმედო ფონდის საქმიანობა მომავალშიც გაგრძელდება.
"ამ ღონისძიებით ხალხს მინდა ვაჩვენო, რომ იმედი სიკეთე და სიყვარული, რომელიც მამაჩემმა ყველას აჩუქა და გაუკეთა გრძელდება და გაგრძელდება სანამ ჩვენ ვცხოვრობთ. ყველას გადავცემთ ამ ემოციას, რომელიც მამაჩემისგან ვისწავლე", - განაცხადა ღონისძიების ორგანიზატორმა ნათია ფხაკაძემ.