სამართალდამცველებმა კენიის სანაპიროზე მცხოვრები პასტორი დააკავეს, რომელმაც 21 მიმდევარი სიკვდილამდე ამარხულა.
როგორც საერთაშორისო მედია იუწყება, პოლიციამ დაარბია პასტორის საკუთრებაში მყოფი მიწა მალინდიში, სადაც 15 სიკვდილის პირას მყოფი ადამიანი იპოვეს, მათ შორის 4 ადამიანი მალევე გარდაიცვალა.
როგორც დაზარალებულებმა განაცხადეს, პასტორის მითითებით იესოსთან შეხვედრის მიზნით, შიმშილობდნენ.
როგორც სამართალდამცველები ამბობენ, პასტორ პოლ მაკენზის მიწაზე უფრო ღრმა საფლავები ჯერ კიდევ გასათხრელია.
პასტორი 14 აპრილს კულტიზმის ბრალდებით დააკავეს.
ამასთან, პასტორი 2019 წელს და 2023 წლის მარტში ბავშვების გარდაცვალებასთან დაკავშირებით ორჯერ იყო დაკავებული. ყოველ ჯერზე ის გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს. ორივე საქმე ჯერ კიდევ სასამართლოშია.