თბილისში მომხდარი მკვლელობა გახსნილია - პოლიციამ 2 პირი დააკავა. ერთს მკვლელობას, მეორეს კი დანაშაულის შეუტყობინებლობას ედავებიან.
დანაშაულები 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. გამოძიების ინფორმაციით, ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფმა ბრალდებულმა, თბილისში, მისსავე ნაქირავებ ბინაში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღით სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა 34 წლის პირს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
დაზარალებული საავადმყოფოში მიყვანამდე დაიღუპა.