26 ნოემბერი 2024,   15:41
ვრცლად
113 წლის შემდეგ თბილისში იდიშური თეატრი ბრუნდება - პირველი სპექტაკლი, სავარაუდოდ, მარჯანიშვილის თეატრში დაიდგმება

ერთი დაუსრულებელი ოდა სიცოცხლეზე, სულზე და ღმერთზე შენში - მარადიული, ეს სიტყვა არაფერს უხდება ისე როგორც იდიშურ კულტურას, რომლის ენა გამქრალია. ძალიან ცოტამ თუ იცის, რომ ებრაელთა იძულებითი მიგრაციის პირობებში თბილისი იყო ის ადგილი, სადაც იუდეველები იდიშურ ენას და ტრადიციებს სრული სიმშვიდით, თავისუფლებით ინარჩუნებდნენ.

სასაფლაოზე, არქივებში აღმოჩენილი ჩანაწერებით დასტურდება, რომ ევროპელი ებრაელების კულტურული მემკვიდრეობა გაცილებით მეტია ვიდრე სახალხო წარმოდგენები.

მე-19 საუკუნის ბოლოს აშკენაზურ თემს თბილისში ორი სკოლა ჰქონდა. სწორედ ამ პერიოდში ყველასგან მოულოდნელად ძმები ზუბალაშვილებისგან მარჯანიშვილის თეატრში იდიშური დასის შექმნის შეთავაზება მიიღეს, ასეც მოხდა. იდეა რეალობად მალევე იქცა. 1910 წელს პირველი წარმოდგენა ვარშავის, ნიუ-იორკის პიესების მიხედვით დადგა.

კაკებეს არქივებიდან ირკვევა, რომ საბჭოთა რეჟიმის პირობებში მკაცრად იდევნებოდნენ იდიშური თეატრის წევრები. გეტოებში, საკონცენტრაციო ბანაკებში შექმნილი აკრძალული ლიტერატურა ყველა რესპუბლიკაში განადგურდა. განადგურდა, მაგრამ არა უკვალოდ. 2019 წელს მოახერხეს და თეატრის პირველი აფიშის ორიგინალი იპოვეს და ის 113 წლის შემდეგ გაცოცხლდება.

დასი უკვე დაკომპლექტდა, მაყურებელთან შესახვედრად ცოტა დრო რჩება. მოყვარულ მსახიობებს ღრმად სწამთ, რომ პირველი სპექტაკლი მარჯანიშვილის თეატრის კედლებში დაიდგმება. მანამდე კი ისტორიები იქცევა ინსპირაციად, რომლის კვალდაკვალ ძიება გრძელდება.

ავტორი:ანი გენებაშვილი

დღის ამბები