მუსიკის ყოველწლიური კონკურსის, "მომავლის ვარსკვლავების" გამარჯვებულების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. შიდა შესარჩევი ტურები მთელი საქართველოს მასშტაბით ჩატარდა. ღონისძიების ორგანიზატორია "ხელოვანები მომავლისთვის". კონკურსი უკვე 16 წელია ტარდება.
კონკურსის დამფუძნებლის, ხელოვანთა კავშირის თავმჯდომარის ნინა კუპატაძის განცხადებით, პროექტმა ძალიან ბევრი ვარსკვლავი აღმოაჩინა.
"საქართველოს ხელოვანთა კავშირი უკვე 16 წელია ახორციელებს პროექტს კლასიკური მუსიკის სფეროში, "მომავლის ვარსკვლავის" სახელწოდებით. შემიძლია ვთქვა, რომ პროექტი სახელწოდებას ნამდვილად ამართლებს. პროექტმა ძალიან ბევრი ვარსკვლავი აღმოაჩინა, რომლების დღეს, წარმატებულად მოღვაწეობენ და საერთაშორისო კონკურსების ლაურეატები არიან და უდიდეს ევროპულ საკონცერტო დარბაზებს ავსებენ. მათი აღმოჩენა კი, სწორედ ამ პროექტში მოხდა მცირე ასაკიდან", - განაცხადა კონკურსის დამფუძნებელმა, ხელოვანთა კავშირის თავმჯდომარემ ნინა კუპატაძემ.