"ეს გენეტიკური დაავადებაა და ახასიათებს ზრდაში ჩამორჩენა, კიდურები არ იზრდება. ამასთან დაკავშირებით, მათ ინტელექტუალურად არანაირი ჩამორჩენა არ აქვთ, ფიზიკური მონაცემებითაც კი. ამ ყველაფრის მოვლას ძალიან დიდი ცოდნა სჭირდება და არცერთი ნაბიჯი არ უნდა გადავდგათ ჩვენ სწრაფად, მით უმეტეს, ეს დაავადება ადამიანებს არ კლავს და ჩვენ ფორსირება იმისი, რომ მაინც და მაინც ხვალ დავიწყოთ, არ იქნება სწორი. ამ დაავადებას ისედაც 11 სხვადასხვა სიმპტომი აქვს, ეს ყველაფერი უნდა გავითვალისწინოთ და არ ვიჩქაროთ, გონივრული უნდა იყოს ყველაფერი.
ამ ძირითადი პრეპარატის გარდა, საჭიროა კიდევ სხვა პრეპარატები იმიტომ, რომ სხვა ფუნქციაც შეიძლება გამოუვლინდეს ან არის არსებული ფუნქცია, რომელსაც შველა სჭირდება. ეს ყველაფერი გააზრებული უნდა იყოს აქონდროპლაზიის თერაპიასთან დაკავშირებით. ინტენსიური სიტყვა აქ არ უნდა ვიხმაროთ, უნდა ვიხმაროთ გონივრული. რა საკვირველია, პროფესიონალები გონივრულ ნაბიჯებს გააკეთებენ, მე ეჭვიც არ მეპარება, ვინაიდან მომზადება და ენთუზიაზმი, რაც ახალი პრეპარატის მიმართ საზოგადოებას და ჯანდაცვის წარმომადგენლებს აქვთ, , საქართველოს ისტორიაში არ ყოფილა ასეთი პრეცედენტი", - განაცხადა რამაზ ყურაშვილმა.