26 ნოემბერი 2024,   15:41
ვრცლად
​აქონდროპლაზიის მქონე ბავშვების მშობლების საპროტესტო აქციას დიაბეტით დაავადებული ბავშვების მშობლებიც შეუერთდნენ - დღეს თავისუფლების მოედანზე მარში იგეგმება

მეხუთე დღეა აქონდროპლაზიის მქონე ბავშვების მშობლები აქციას მართავენ. მათ საპროტესტო გამოსვლას დღეს დიაბეტით დაავადებული ბავშვების მშობლებიც შეუერთდნენ.

ადგილზე იმყოფება "ნაციონალური მოძრაობის" წევრი სოფო ჯაფარიძეც, მათი მოთხოვნები უცვლელია.

ისინი წამლების დაფინანსებას ითხოვენ. დღეს, 18:00 საათისთვის თავისუფლების მოედანზე მშობლების მარში გაიმართება, დაანონსებულია ასევე ექიმების ბრიფინგიც.

დღის ამბები