26 ნოემბერი 2024,   15:30
ვრცლად
თუშეთში 43 წლის კაცის მკვლელობის ბრალდებით დაკავებულს პატიმრობა შეეფარდა
თელავის რაიონულმა სასამართლომ თუშეთში მომხდარი მკვლელობის საქმის აღკვეთ ღონისძიებაზე იმსჯელა. 43 წლის კაცის მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ ჯაბა ქააძეს, აღმკვეთი ღონისძიების სახით, პატიმრობა შეეფარდა. 
 
სხდომაზე ბრალდების მხარე პატიმრობის გამოყენებას ითხოვდა. დაცვის მხარე პროკურატურის შუამდგომლობას არ დაეთანხმა. 36 წლის ბრალდებულის ადვოკატებმა, მოსამართლეს 20 000 ლარიანი გირაოს შეფარდების მოთხოვნით მიმართეს.
 
მკვლელობა, ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭეშოში 20 აპრილს მოხდა. მომხდარის მოტივად, მხარეებს შორის ყოფით ნიადაგზე დაწყებული დავა სახელდება.
 
საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის 108 -ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
 
მომდევნო სასამართლო სხდომა 14 ივნისს ჩაინიშნა. 
დღის ამბები