დადიანების ნიკოსეულ სასახლეში, ჟურნალისტისა და მწერლის დარეჯან კვარაცხელიას წიგნის "ოდაბადე" პრეზენტაცია გაიმართა.
გამოცემაში შესულია უნიკალური კოლხურო ოდები - მათი ისტორიები, კოლხური სამზარეულო, ეთნოგრაფია, ვაზისა და ღვინის კულტურა, ხორბლის წარმოების 8 000 წლიანი უწყვეტი ტრადიცია და კოლხური ფუტკარი.
ღონისძიებას სახელმწიფო რწმუნებული, საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო.