ლევილის მამულში ორგანიზაციის "პირველი რესპუბლიკის ისტორიული და კულტურული ქართულ-ფრანგული მემორიალური ცენტრი. ლევილის ქართული აკადემია" - მმართველი საბჭოს სხდომა გაიმართა. საბჭოს წევრებმა მამულში ჩატარებული სამუშაოები დადებითად შეაფასეს და 2023 წელს დაგეგმილ სამუშაოებთან დაკავშირებით გადაწყვეტილებები მიიღეს.
სხდომის შემდეგ, კულტურის მინისტრმა სამუშაო შეხვედრები გამართა საფრანგეთის ხელისუფლების წარმომადგენლებთან. თეა წულუკიანმა პრეფექტსა და მის გუნდს მამული დაათვალიერებინა და მათთან ერთად ადგილობრივი ურბანული გეგმის ცვლილების საკითხები განიხილა.
დაისახა სამოქმედო გეგმა, რომლის განხორციელების შედეგადაც, მამულის სხვადასხვა ურბანულ ზონაში საქართველოს სახელმწიფოს მიერ 2016 წელს დამტკიცებული პროექტის არაერთი კომპონენტის რეალიზება, მიმდინარე წლის ბოლოდან უნდა დაიწყოს.