თბილისის საქალაქო სასამართლო "ისლამური სახელმწიფოს" ერთ-ერთი დაჯგუფების მეთაურის, მალხაზ პაქსაშვილის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე მსჯელობს.
სხდომა დახურულ რეჟიმში მიმდინარეობს, ვინაიდან საქმეს გრიფით საიდუმლო ადევს.
პროკურორ მაია სილაგაძის განცხადებით, პროკურატურამ დაკავებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით, სასამართლოს უკვე მიმართა.