26 ნოემბერი 2024,   15:49
ვრცლად
სპეცოპერაცია კახეთში - სუსის მიერ დაკავებული "ისლამური სახელმწიფოს" წევრი მალხაზ პაქსაშვილი, "კურიერის" ინფორმაციით, პანკისისკენ გადაადგილდებოდა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სპეცოპერაცია, რა დროსაც ტერორისტული ორგანიზაცია "ისლამური სახელმწიფოს" ერთ-ერთი დაჯგუფების მეთაური, საქართველოს მოქალაქე მალხაზ პაქსაშვილი დააკავეს, კახეთის რეგიონში ჩატარდა. "კურიერის" ინფორმაციით, დაკავებული პანკისისკენ გადაადგილდებოდა.

სასამართლო განჩინების საფუძველზე, სპეცოპერაცია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტულმა ცენტრმა ჩაატარა. გამოძიების ფარგლებში მოპოვებული მტკიცებულებებით დადგინდა, რომ აღნიშნულმა პირმა საქართველო 2013 წელს დატოვა, სირიაში გაემგზავრა და ტერორისტულ ორგანიზაციას შეუერთდა.

 

დღის ამბები