26 ნოემბერი 2024,   15:39
ვრცლად
აქცია ნორმალური მოვლენაა დემოკრატიულ სამყაროში, მაგრამ როდესაც სათავეში უდგას ადამიანი, რომლის მიზანია რევოლუციური პროცესი, საზოგადოებამ  შესაბამისი განაჩენი უნდა გამოუტანოს - გია ვოლსკი 

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, გიორგი ვოლსკის განცხადებით, როდესაც ოპოზიცია ცდილობს დესტაბილიზაციის მოხდენას და სასამართლოა შეტევის ერთ-ერთი ობიექტია, ამას შესაბამისი პასუხი უნდა გაეცეს.

მისივე თქმნით, აქცია ნორმალური მოვლენაა დემოკრატიულ სამყაროში, თუმცა როდესაც ეს რევოლუციური პროცესის განვითარებას ენსახურება,  საზოგადოებამ ასეთ მცდელობებს შესაბამისი პოლიტიკური განაჩენი უნდა გამოუტანოს:

"როდესაც მუშაობა არ გინდა, მხოლოდ მობილიზებული ხარ, რომ რაღაც დესტაბილიზაცია მოახდინო და სასამართლოა შეტევის ერთ-ერთი ობიექტი, ამას შესაბამისი პასუხი უნდა გაეცეს.

აქცია ნორმალური მოვლენაა დემოკრატიულ სამყაროში. აქციები იმართება და ხალხი თავის პოზიციას გამოხატავს, მაგრამ როდესაც აქციას სათავეში უდგას ადამიანი, რომელსაც სხვა აზრი და მიზანი არ აქვს, თუ არა რევოლუციური პროცესის განვითარება და ამ პროცესში ადამიანის ჩართვისთვის საგანგებო ფორმატებს ქმნის, ამას არა თუ არ უნდა მივესალმოთ, საზოგადოებამ ასეთ მცდელობებს შესაბამისი პოლიტიკური განაჩენი უნდა გამოუტანოს," - აცხადებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ვოლსკი.

დღის ამბები