26 ნოემბერი 2024,   15:22
ვრცლად
საგარეო ვაჭრობა გაიზარდა - მთავრობის ეკონომიკურ გუნდში, ექსპორტ-იმპორტის მიმართულებით პოზიტიური მოლოდინი აქვთ 

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელი დირექტორის განცხადებით, ყველაზე მნიშვნელოვანი კონტრიბუტორი, სასაქონლო ჯგუფებში იყო მსუბუქი ავტომობილები და ყურძნის ნატურალური ღვინოები.

ეს ის უმსხვილესი საექსპორტო მიმართულებებია, რამაც საქართველოში საგარეო ვაჭრობის სტატისტიკა გაზარდა. დაზუსტებული მონაცემები საქსტატმა გამოაქვეყნა. უწყების ინფორმაციით, იანვარ-მარტში სავაჭრო ბრუნვამ ოთხ მილიარდ 700 მილიონ დოლარს გადააჭარბა.

გრძელვადიან პერსპექტივაში, ექსპორტ-იმპორტის მიმართულებით, პოზიტიური მოლოდინი აქვთ მთავრობის ეკონომიკურ გუნდში. აღმასრულებელ ხელისუფლებაში ამბობენ, რომ მონაცემები რეკორდულია.

ქვეყანაში არსებულ ბიზნესგარემოზე საუბრობენ ანალიტიკოსები. ექსპერტების განცხადებით ახალი მაჩვენებლები საქართველოს ეკონომიკის მზარდ პოტენციალზე მიუთითებს.

საგარეო ვაჭრობის დაზუსტებულ მონაცემებს სტატისტიკის ეროვნული სამსახური თვეში ერთხელ აქვეყნებს.

დღის ამბები