26 ნოემბერი 2024,   17:52
ვრცლად
"უნგრეთის გამოცდილება სასარგებლო იქნება ევროკავშირში გაწევრიანების პროცესისთვის" - ინფრასტრუქტურის მინისტრი ოფიციალური ვიზიტით უნგრეთში იმყოფება

რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრი ოფიციალური ვიზიტით უნგრეთში იმყოფება - ირაკლი ქარსელაძე მთავრობის წევრებს შეხვდა. განიხილეს თანამშრომლობის პერსპექტივები, ასევე, ორი ქვეყნის სამინისტროების საქმიანობის მიმართულებები და აღნიშნეს სხვადასხვა სფეროებში დაგროვილი გამოცდილების გაზიარების საჭიროება.

"უნგრეთი ბევრი მიმართულებით დაწინაურებულია და საქართველოსთვის მისი გამოცდილების გაზიარება და დანერგვა ძალიან სასარგებლო იქნება, რაც საბოლოო ჯამში, კიდევ უფრო დააჩქარებს ევროკავშირში გაწევრიანების ჩვენს მზაობას და ამ ძალიან მნიშვნელოვან, უკვე დაწყებულ პროცესს," - აღნიშნა ირაკლი ქარსელაძემ.

"უნგრეთი უკვე ევროკავშირის წევრი ქვეყანაა და ჩვენ შეგვიძლია გავუზიაროთ საქართველოს ჩვენი გამოცდილება ევროკავშირში გაწევრიანებისთვის მზადებასთან დაკავშირებით. ამასთანავე, ჩვენი ქვეყნების ერთნაირი მდგომარეობა მომდინარეობს პოსტკომუნისტური წარსულიდან, რის გამოც ჩვენ ერთნაირი გამოწვევების წინაშე ვდგავართ, მათ შორის რეგიონების უთანაბრობასთან დაკავშირებით. საქართველოს აქვს უზარმაზარი გამოცდილება გაუმკლავდეს ამ გამოწვევას, ასევე ჩვენ გვაქვს სხვა სახის გამოცდილება, ამიტომ საუკეთესო პრაქტიკების და იდეების გაზიარება იქნება ძალიან სასარგებლო მომავალი თანამშრომლობისათვის," - განაცხადა უნგრეთის რეგიონული განვითარების მინისტრმა, ტიბორ ნავრაჩიქსიმ.

დღის ამბები