რუსთავის მერმა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ახალი პროექტი -"საქართველო აწმყო, მომავალი და წარსული", გახსნა. პროექტი, სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის ინიციატივით დაიგეგმა და სტუდენტებსა და პოლიტიკური თანამდებობის პირებს შორის შეხვედრებს ითვალისწინებს.
პროექტის პირველი სტუმარი ნინო ლაცაბიძე იყო. რუსთავის მერმა სტუდენტებს ქალაქის ახალი განვითარების გეგმა წარუდგინა და კითხვებსაც უპასუხა.
"ვისაუბრეთ ახალგაზრდებთან რუსთავის ახალი განვითარების გეგმებზე, იმ პროექტებზე და რეფორმებზე, რომელიც დღეს ქალაქში მიმდინარებს და რა თქმა უნდა, იმ გამოწვევებზე, რომლებსაც მტელი ქალაქი ვცდილობთ ერტად გავუმკლავდეთ", - განაცხადა ნინო ლაცაბიძემ.