26 ნოემბერი 2024,   15:53
ვრცლად
Imagine Dragons, The Killers - მსოფლიო ვარსკვლავები საქართველოში Black Sea Arena-ს მასშტაბურ კამპანიის ფარგლებში ჩამოვლენ

imagine dragons თბილისში ჩამოდის. ჯგუფი, რომელიც თანამედროვე მუსიკალური ისტორიის წერას დღესაც განაგრძობს, დედაქალაქს გრანდიოზული შოუ პროგრამით, "ბლექ სი არენას" მასშტაბური ახალი პროექტის ფარგლებში ეწვევა.

მილიონობით გაყიდული ალბომი, სამი ამერიკული და ცხრა ბილბორდის მუსიკალური პრიზი. გრემის და მსოფლიოს მუსიკალური ჯილდოს მფლობელი Imagine Dragons საქართველოს უახლესი ალბომის "მერკურის" ტურნეს ფარგლებში სტუმრობს. ალბომი ყველა იმ ჰიტს აერთიანებს, რომლის დამსახურებითაც, Imagine Dragons სუპერვარსკვლავების ჯგუფი გახდა.

კიდევ ერთი ჯგუფი, რომელსაც ქართველი მსმენელი ელოდება - The Killers-ია. ბენდი მუსიკალური კარიერის 20 წლიანი ისტორიიდან საუკეთესო კომპოზიციებს, საქართველოში პირველად, "ბლექ სი არენას" სცენაზე შეასრულებს.

"აყევი ვარსკვლავებს" - ეს "ბლექ სი არენას" მთავარი ლოზუნგია, საქართველო კი მთელი "თანავარსკვლავედის" მასპინძელი გახდება. ვარსკვლავების სტუმრობა საქართველოში, შეკვეთილიდან იწყება.

"ნეილ როჯერს ანდ ჩიკ" პირველი იქნება, რომელიც ზაფხულის სეზონს გახსნის და 70-იანი წლებიდან დღემდე, ყველა თაობისთვის საყვარელ კომპოზიციებს შეასრულებს.

ზაფხულის სეზონს ფრანგი მუსიკოსი და მულტი ინსტრუმენტალისტი "ეფკეი ჯეი" განაგრძობს. შეკვეთილში, სოციალური სივრცის სცენაზე გაჟღერდება ელექტრონული მუსიკაც. "დამიან ლაზარუსი" არტისტი, რომელსაც ჯადოქრის მეტსახელით იცნობენ, პირველად ქართველ მსმენელს ბლექ სი არენაზე, თავისი მუსიკით მოაჯადოვებს. ამავე სივრცეში ელექტრონული მუსიკის მოყვარულებისთვის, კიდევ ერთი არტისტი All Day I Dream დაუკრავს.

Black Sea Arena საქართველოში მასშტაბურ კამპანიას, Starring Georgia-ს იწყებს. ინიციატივა პრემიერ-მინისტრს ეკუთვნის და კამპანიის მთავარი მიზანი ქვეყნის პოპულარიზაცია, საქართველოს ტურისტული, ეკონომიკური და კულტურული პოტენციალის გაძლიერებაა. ორი წლის განმავლობაში, საქართველოს თანამედროვე, პოპულარული არტისტები ეწვევიან, რომელთა მოსმენის საშუალება ქართველ მელომანებს აქამდე საკუთარ ქვეყანაში არ ჰქონიათ.

უკვე ცნობილია იმ მომღერლების ჩამონათვალიც, რომლებიც საქართველოს ზაფხულის სეზონზე ეწვევიან. ექვსი მუსიკოსიდან კი ყველაზე დიდი გამოხმაურება, "იმეჯინ დრეგონსმა" დაიმსახურა. ამერიკული ჯგუფი 31 აგვისტოს, თბილისში, მიხეილ მესხის სტადიონზე პირველად იმღერებს.

უცხოელი შემსრულებლების კონცერტზე დასასწრებად ბილეთების შეძენა 24 აპრილიდან ვებგვერდ BSA.ge -ზე იქნება შესაძლებელი.

დღის ამბები