განათლების, ჯანდაცვის სერვისებისა და სოციალური დახმარების ხელმისაწვდომობა, სასკოლო კვება, უსაფრთხოება სახლში, მატერიალურ-სოციალური დანაკლისი და შეზღუდულ შესაძლებლობასთან ასოცირებული სტიგმები - საქსტატმა გაეროს ბავშვთა ფონდის მხარდაჭერით, საქართველოში მცხოვრები ბავშვთა კეთილდღეობის მთავარი ასპექტი გაზომა. კვლევამ უჩვენა, რომ 38 პროცენტი მატერიალურ და სოციალურ დანაკლისს განიცდის. კვლევაში ასევე წერია, რომ ხელისუფლების მხრიდან ბავშვთა დახმარების პროგრამები გაფართოებულია და ფულადი დახმარების ოდენობა გაზრდილია.
კვლევამ დაადგინა, რომ მშობლების დიდი უმრავლესობა კმაყოფილია როგორც ჯანდაცვის მომსახურებით, ისე სკოლამდელი და სასკოლო განათლების კუთხით. თუმცა კვება მნიშვნელოვანი გამოწვევაა სასკოლო პერიოდშიც.
პრობლემების მოგვარება, როგორც განათლების სამინისტროში განმარტავენ უწყებაში უკვე დაწყებულია, 800 სკოლის მშენებლობა-რეაბილიტაციისთვის გამოყოფილია 1 მლდ ლარი.
სახალხო დამცველის აპარატში ცალკე დეპარტამენტში, რომელიც ბავშვთა უფლებებზე მუშაობს. ლევან იოსელიანი ამბობს, რომ განათლებისა და სოციალური მიმართულებით გამოვლენილი პრობლემები მის წლიურ ანგარიშში აისახება.
ოპოზიცია სკოლებში უფასო კვების უზრუნველყოფას ითხოვს. პარტია "ნაციონალურმა მოძრაობამ" რეაგირება საკანონდებლო ორგანოს დეპუტატებისგან მოითხოვა. შესაბამისი წინადადებით ოპოზიციურმა პარტიებმა განათლების სამინისტროსაც მიმართეს.
მართველი გუნდი ჩატარებული კვლების მიხედვით ბავშთა სოციალური კუთხით არსებულ გამოწვევებს ხედავს. თუმცა 2012 წლიდან დღემდე იმ პროგრამებსა და ფინანსურ დახმარებებზე საუბრობს, რომელსაც ხელისუფლება ეტაპობრივად გასცემს და აუმჯობესებს.
კვლევა ჩატარდა 2022 წლის ივლის-სექტემბერში, რომლის მთავარი მიზანი იყო საქართველოში ბავშვთა კეთილდღეობის მრავალი მიმართულებით მონაცემების შეგროვება. გამოკითხა 1279 რესპონდენტი, ინტერვიურებმა ინფორმაცია 2438 ბავშვის შესახებ მიიღეს.