26 ნოემბერი 2024,   15:55
ვრცლად
აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვების მშობლებს დღეს 20:00 საათზე ჯანდაცვის მინისტრი შეხვდება

აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვების მშობლებს ჯანდაცვის მინისტრი მიიღებს, შეხვედრა 20:00 დაინიშნა - ამის შესახებ განცხადება მშობლებმა მთავრობის ადმინისტრაციასთან გამართულ ბრიფინგზე გააკეთეს.

თქვეს, რომ შეხვედრაზე მოითხოვენ მედიკამენტ "ვოზორიტიდის" ქვეყანაში შემოტანას და დაფინანსებას. მშობლები ამბობენ, რომ წამალი, რომელიც ბავშვებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, დღეს საქართველოში არ შემოდის და რომც შემოდიოდეს, დახმარების გარეშე, მის შეძენას პირადი სახსრებით ვერ შეძლებენ. ამ მოთხოვნით მშობლები მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან მეორე დღეა ღამეს ათევენ.

პროტესტის ამ ფორმას მშობლებმა მას შემდეგ მიმართეს, რაც პარლამენტში, ჯანდაცვის მინისტრთან შეხვედრა სასურველი შედეგის გარეშე დასრულდა.

დღის ამბები