გერმანიაში დიუსელდორფის, ჰამბურგისა და კიოლნის აეროპორტების თანამშრომლები გაიფიცნენ. დემონსტრანტები გერმანიაში გაზრდილი ფასების ფონზე ხელფასების მომატებას ითხოვენ. როგორც პროფკავშირებში ამბობენ, გაფიცულები, პირველ ეტაპზე, ღამის ცვლაში, უქმე და დასვენების დღეებში მომუშავე თანამშრომლებისთვის ხელფასის გაზრდას ითხოვენ.
უცხოური მედიის ინფორმაციით, გაფიცვა 2 დღე გაგრძელდება, რის შემდეგაც 700-ზე მეტი ფრენა გაუქმდება. გაფიცვა 100 ათასზე მეტ ადამიანს შეეხება. გაფიცვას ხვალ ასევე შტუტგარტის აეროპორტის და გერმანიის რკინიგზის თანამშრომლებიც შეუერთდებიან.