მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით, "Black Sea Arena" საქართველოში მასშტაბურ კამპანიას - "Starring Georgia" - იწყებს. კამპანიის მთავარი მიზანი ქვეყნის პოპულარიზაცია, საქართველოს ტურისტული, ეკონომიკური და კულტურული პოტენციალის გაძლიერებაა.
მათივე ინფორმაციით, ახალი კამპანიის ფარგლებში, "Black Sea Arena-ს" სცენის გარდა, კონცერტები შეკვეთილში, თბილისსა და სხვა ლოკაციებზე ჩატარდება.
უკვე დაანონსებულია შემდეგი ღონისძიებები:
"Nile Rodgers & Chic" / 5 აგვისტო / "Black Sea Arena"/Front Stage
"FKJ" / 6 აგვისტო /"Black Sea Arena"/Front Stage
"Damian Lazarus" / 10 აგვისტო / "The Social Space"
"The Killers" / 15 აგვისტო /"Black Sea Arena"
"All Day I Dream"/ 18 აგვისტო / "The Social Space"
"Imagine Dragons "/ 31 აგვისტო / "Mikheil Meskhi Stadium"
დაგეგმილი კონცერტების ბილეთების გაყიდვა 24 აპრილიდან ეტაპობრივად, ვებგვერდზე - BSA.ge - დაიწყება