26 ნოემბერი 2024,   15:48
ვრცლად
"დღეს ვხედავ ნიშნებს, სადაც მიმდინარეობს პარტიის ბოლომდე მიტაცების პოლიტიკა"- რა კონკრეტულ მოთხოვნებს უყენებს პარტიის ახალ მენეჯმენტს მელიას ფლანგი

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ბაჩო დოლიძემ პარტიაში არსებული დაპირისპირების შესახებ "ღამის კურიერის" ეთერში ისაუბრა. მისი განცხადებით, დღეს პარტიის მიტაცების პროცესი მიმდინარეობს.

მისივე თქმით, ნიკა მელიას ფლანგის წარმომადგენლებს აქვთ კონკრეტული მოთხოვნები, მათ შორის არის პოლიტსაბჭოს დაკომპლექტების საკითხი.

"მე ლევანისგან ისიც მოვისმინე, რომ მე პირადად  მთავაზობს რაღაც პოზიციებს სამდივნოში. მე არავითარი პოზიცია არ მაინტერესებს. მე ამ პარტიაში ძალიან დიდი ხნის განმავლობაში ვიყავი ისე, რომ არავითარ პოზიციას არ ვიკავებდი, არც საკრებულოში ვიყავი, არც პარლამენტის დეპუტატი ვიყავი და სულ რამდენიმე თვე ვიყავი სამდივნოში. ასე რომ ამით ნამდვილად ვერ მოვიხიბლები. ჩემთვის დღესაც ეს პარტია არის შესაძლებლობა, არის პლატფორმა, საიდანაც ბევრი კარგი საქმის გაკეთება შეიძლება. ოღონდ ეს ყველაფერი სწორი ტაქტიკით, სწორი კონფიგურაციით. მაგრამ სამწუხაროდ, დღეს მე ვხედავ ნიშნებს, სადაც მიმდინარეობს პარტიის ბოლომდე მიტაცების პოლიტიკა.

ბევრმა აღიქვა, რომ მე თავს ვესხმი თავმჯდომარეს, ვიძახი, რომ თავმჯდომარის ხელახალი არჩევნები უნდა იყოს, არა მეგობრებო. დღევანდელ დღეს მე გეტყვით რა არის ჩვენი შეთავაზება, არა მხოლოდ ჩვენი, ეს არის ჩვენი ხედვა და გვგონია, რომ ეს არის ნორმალური.

როდესაც მოხდა ყრილობის მიერ პოლიტსაბჭოს დამახინჯება, რა თქმა უნდა, ამ გადაწყვეტილების ანულირებას ვითხოვთ. ძველ პოლიტსაბჭოს უნდა დაუბრუნდეს სტატუსი, არ შეიძლება 250 ადამიანმა განსაზღვროს პოლიტსაბჭოს კონფიგურაცია იმ  პოლიტსაბჭოსი, რომელიც თავის დროზე  10 000 კაცი მიერ იყო დამტკიცებული. ამის შემდგომ პოლიტსაბჭოს არჩევნები ჩვენ უნდა ჩავატაროთ ის, რომ ყველა წევრი ყოს არჩეული და არა ისე, რომ 75 ადამიანი იყოს არჩეული და დანარჩენი იყოს დანიშნული, ეს არის წარმოუდგენელი და არ მგონია პარტიის დემოკრატიულობისათვის გამოსადეგი ფორმულა იყოს," - აცხადებს ბაჩო დოლიძე. 

დღის ამბები