ევროპის ერთ-ერთი უმსხვილესი, ლიეტუვური ლოგისტიკური კომპანია "გირტეკა" "აწარმოე საქართველოს" სახელმწიფო პროგრამის "უცხოური პროექტების ხელშეწყობის მექანიზმის" ბენეფიციარი გახდა.
"გირტეკა" პროგრამის რიგით მეორე ბენეფიციარია. პროგრამის ფარგლებში, კომპანია მომდევნო სამი წლის განმავლობაში 400 ახალ სამუშაო ადგილს შექმნის და 1 მილიონი ევროს ინვესტიციას განახორციელებს.