26 ნოემბერი 2024,   17:51
ვრცლად
სანქციებია ის, რაც ძალიან გაშინებთ, არ ჰქონია თურმე ჩალის ფასი დასავლეთის პოზიციას ხომ?! ძალიანაც რკინის ფასი ჰქონია და ძალიანაც შეგაშინათ - ანა ნაცვლიშვილი

ოპოზიციის ინიციატივა, სასამართლო სისტემის საკითხზე საგამოძიებო კომისიის შექმნასთან დაკავშირებით, პლენარულ სხდომაზე ურთიერთბრალდებებისა და კამათის მიზეზი გახდა. 

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის ”ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის” წევრი ანა ნაცვლიშვილი მადლობას უხდის იმ მოსამართლეებს, რომლებიც არაერთი წნეხის მიუხედავად ახერხებდნენ სიმართლის დაცვას. 

"სანქციებია ის, რაც ძალიან გაშინებთ. არ ჰქონია თურმე ჩალის ფასი დასავლეთის პოზიციას ხომ?! ძალიანაც რკინის ფასი ჰქონია და ძალიანაც შეგაშინათ ამ ყველაფერმა.

მე მინდა ამ ჩემს გამოსვლაში შევეხმიანო რამდენიმე ძალიან გამბედავ, ღირსეულ, კვალიფიციურ, პატიოსან მოსამართლეს სასამართლოში, რომლებიც მიუხედავად უზარმაზარი წნეხისა და ათასგვარი სიბინძურისა, ახერხებდნენ ამ წლების განმავლობაში, რომ დარჩენილიყვნენ მართლმსაჯულების გუშაგებად, მადლობა მათ!" - აცხადებს ანა ნაცვლიშვილი. 

დღის ამბები