26 ნოემბერი 2024,   17:41
ვრცლად
ყველასგან გვაქვს თანხმობა, რომ დღეს სასესიო დარბაზში 50 ხმა იქნება, თუ ვინმემ ეს შეთანხმება დაარღვია, მოუწევს საზოგადოებისთვის პასუხის გაცემა - ხათუნა სამნიძე კომისიის შექმნაზე

შეიქმნება თუ არა საგამოძიებო კომისია სასამართლო სისტემასთან დაკავშირებით, ოპოზიციას ინიციატივა სესიაზე გააქვს.

კომისიის შესაქმნელად 50 დეპუტატის ხმაა საჭირო, ოპოზიციას კი საერთო ჯამში 56 მანდატი აქვს. 

როგორც საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "რეფორმების ჯგუფის" თავმჯდომარე ხათუნა სამნიძე აცხადებს, ოპოზიციამ სრული მობილიზაცია უნდა მოახდინოს და იმ დროს გამოცხადდეს სასესიო დარბაზში, რა დროსაც ჩაინიშნება სხდომა. 

"ყველასგან გვაქვს თანხმობა, რომ 50 ხმა დღეს აუცილებლად იქნება სასესიო დარბაზში. ყველაფერი შეიძლება მოხდეს, მაგრამ თუ ვინმემ ეს შეთანხმება დაარღვია, მას მოუწევს საზოგადოებისთვის პასუხის გაცემა, რა მოხდა და რომ ასეთ მნიშვნელოვან საკითხში, შეთანხმების მიუხედავად არ მოვიდა. მაგრამ მე ეს მოლოდინი არ მაქვს. ვფიქრობ, რომ 50 ხმა დღეს იქნება დარბაზში. თუ, მაგალითად კენჭისყრა სხვა დროს დანიშნეს, ოპოზიციამ ისევ მობილიზება უნდა გააკეთოს და იმ დღესაც უნდა იყოს დარბაზში," - აცხადებს ხათუნა სამნიძე. 

უმრავლესობა სასამართლო სისტემაში შესაძლო კორუფციის და სხვა კანონსაწინააღმდეგო ქმედებების შესასწავლად საგამოძიებო კომისიის შექმნის აუცილებლობას ვერ ხედავს. მათი განცხადებით, მსგავსი კომისიების შექმნა ყურადღების გადატანას ემსახურება და ისინი ამას მხარს არ დაუჭერენ.

დღის ამბები