რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი უკრაინაში, ხერსონისა და ლუგანსკის ოლქებში სამხედრო შტაბებს ეწვია. ინფორმაციას რუსული მედია კრემლის პრესსამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.
რუსული მედიის ცნობით, შეხვედრაზე პუტინი დაინტერესდა ხერსონსა და ზაპოროჟიეში არსებული სიტუაციით - პუტინმა მეთაურებს განუცხადა, რომ მნიშვნელოვანია მათი აზრის მოსმენა და ინფორმაციის გაცვლა.