26 ნოემბერი 2024,   17:43
ვრცლად
200-მდე დაღუპული და 2000-მდე დაშავებული - სუდანში შეტაკებები გრძელდება

200-მდე დაღუპული და 2000-მდე დაშავებული - ასეთია სუდანში არმიასა და გასამხედროებულ დაჯგუფებას შორის დაპირისპირების სტატისტიკა.

ვითარება დედაქალაქ ხარტუმში კვლავ მძიმეა, ისმის აფეთქებების ხმა, დაზიანებულია საკვანძო ინფრასტრუქტურული ობიექტები. აფეთქებები იყო აეროპორტის ტერიტორიაზეც.

სუდანში თავდასხმა მოხდა ევროკავშირის ელჩზე. ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჯოზეფ ბორელი ავრცელებს. მისი ცნობით, ელჩზე თავდასხმა მის რეზიდენციაში მოხდა.

ირლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრმა თავდასხმის ფაქტი თავადაც დაადასტურა.

დაპირისპირება სუდანში სამხედრო ხელმძღვანელობაში ძალაუფლებისთვის ბრძოლის ნაწილია, რომელიც ძალადობაში 4 დღის წინ გადაიზარდა. ქვეყნის არმიასა და გასამხედროებულ დაჯგუფებას შორის შეთანხმება ვერ ხერხდება, თუ როგორ უნდა გადავიდეს ქვეყანა სამოქალაქო მმართველობაზე.

დღის ამბები