26 ნოემბერი 2024,   15:31
ვრცლად
"დაუყოვნებლივ შეწყვიტეთ საბრძოლო მოქმედებები" - ანტონიო გუტიერეში სუდანის შეიარაღებული ძალებისა და "სწრაფი მხარდაჭერის ძალების" ლიდერებს მიმართავს

გაეროს გენერალური მდივანი ანტონიო გუტიერეში სუდანის შეიარაღებული ძალებისა და "სწრაფი მხარდაჭერის ძალების" ლიდერებს მოუწოდებს, დაუყოვნებლივ შეწყვიტონ საომარი მოქმედებები.

მისივე განცხადებით, ყველამ, ვისაც სიტუაციაზე გავლენის მოხდება შეუძლია, ეს მშვიდობის დასამყარებლად უნდა გამოიყენოს.

"მკაცრად ვგმობ სუდანში შეტაკებების დაწყებას და მივმართავ სუდანის შეიარაღებული ძალებისა და "სწრაფი მხარდაჭერის ძალების" ლიდერებს, დაუყოვნებლივ შეწყვიტონ საბრძოლო მოქმედებები, აღადგინონ მშვიდობა და დაიწყონ დიალოგი კრიზისის მოსაგვარებლად. შექმნილმა სიტუაციამ უკვე გამოიწვია დიდი ადამიანური მსხვერპლი, მათ შორის მშვიდობიან მოსახლეობაში. ნებისმიერი ესკალაცია იქნება გამანადგურებელი ქვეყნისთვის და რეგიონისთვის. მოვუწოდებ ყველას, ვისაც გააჩნია სიტუაციაზე გავლენა, გამოიყენონ ის მშვიდობის დასამყარებლად, ძალადობის დასრულებისკენ მიმართული ძალისხმევის მხარდასაჭერად, წესრიგის აღსადგენად და სამოქალაქო მმართველობას გადასვლის გზაზე დასაბრუნებლად,"-აცხადებს გუტიერეში.

ამავე თემაზე
დღის ამბები