საქართველოს ძალოსანთა ეროვნული ნაკრების წევრი შოთა მიშველიძე ევროპის ჩემპიონია. ერევანში მიმდინარე კონტინენტის პირველობაზე ქართველმა ძალოსანმა ატაცში სამივე ცდა გამოიყენა და ოქროს მედალი მოიპოვა.
აკვრაში კი მიშველიძემ ვერცხლის მედალი მოიპოვა. ორჭიდის ჯამში მას 298 კილოგრამი დაუგროვდა და კარიერაში მეორედ გახდა ევროპის ჩემპიონი.
ერევანში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრები 13 ძალოსნით არის წარმოდგენილი, ტურნირის დარჩენილ დღეებში საპრიზო ადგილებისთვის 9 ქართველი სპორტსმენი იბრძოლებს, მათ შორის მსოფლიოს საუკეთესო ძალოსანი ლაშა ტალახაძე, ევროპის 6 გზის ჩემპიონი მეშვიდე ტიტულის მოპოვებას 23 აპრილს შეეცდება.
ავტორი: ჯემალ ფარცახაშვილი.