SpaceX-ის რაკეტა დღეს პირველი სატესტო ფრენისთვის ემზადება - ინფორმაციას the guardian-ი ავრცელებს. როგორც სააგენტო წერს, ეს ყველაზე მძლავრი რაკეტაა, რაც კი ოდესმე შექმნილა და ეს იქნება საწყისი ნაბიჯი ადამიანის მთვარესა და მარსზე მოგზაურობისკენ.
ილონ მასკის განცხადებით, ფაქტთან დაკავშირებით მაღალი მოლოდინები არ უნდა არსებობდეს, რადგან, შესაძლოა, პირველი სატესტო გაშვება წარმატებული არ აღმოჩნდეს. მიუხედავად ამისა, ასტრონავტები მოვლენას "რევოლუციურს" უწოდებენ.