26 ნოემბერი 2024,   15:49
ვრცლად
"ნაციონალური მოძრაობა" მიხეილ სააკაშვილის საქმეზე საგამოძიებო კომისიის შექმნას მოითხოვს

კიდევ ერთი საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივა - ნაციონალური მოძრაობა" უკვე მეორედ მოითხოვს მიხეილ სააკაშვილის საქმეზე საგამოძიებო კომისიის ჩამოყალიბებას. ამ წინადადებით ისინი ხვალ პარლამენტს მიმართავენ. მათი სურვილია, რომ კომისიამ დაადგინოს, ირღვეოდა თუ არა პენიტენციურ სისტემაში ექსპრეზიდენტის უფლებები. ასევე იმყოფება თუ არა სათანადო პირობებში ის კლინიკა "ვივამედში."

პარტიაში აცხადებენ, რომ ოპოზიციონერი კოლეგების მხარდაჭერის მოპოვებას ეცდება.

"ვფიქრობთ, დავაყენით საკითხი მიხეილ სააკაშვილის გარშემო საგამოძიებო შექმნასთან დაკავშირებით. მისი მდგომარეობა არის ძალიან მძიმე, არის წონაში ძალიან მოკლებული და ფაქტობრივად ჩონჩხის სილუეტი დავინახეთ, რაც ჩემთვისაც ძალიან მძიმე სანახავი იყო," - განაცხადა თემურ ჯანაშიამ.

ოპოზიციონერი დეპუტატის, რომან გოცირიძის შეფასებით კი, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მიხეილ სააკაშვილის ირგვლივ მიმდინარე მოვლენები ნახოს საერთაშორისო საზოგადოებამ, რაც გულისხმობს იმას, რომ სააკაშვილის სიცოცხლე საფრთხის ქვეშაა.

 

ავტორი: ანუკა ბუავა

დღის ამბები