26 ნოემბერი 2024,   15:42
ვრცლად
ჯერ გადაწყვეტილება მიღებული არ მაქვს, მომავალში რა იქნება, რა გითხრათ - "კურიერის" ინფორმაციით ნატო ჩხეიძემ შესაძლოა ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობა" დატოვოს

"მიმდინარე კვირაში არ ვტოვებ, ვნახოთ რა იქნება მომავალში" - "კურიერის" ინფორმაციით, ნატო ჩხეიძემ შესაძლოა ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობა" დატოვოს

"კურიერის" ინფორმაციით, ნატო ჩხეიძემ შესაძლოა ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობა" დატოვოს. "რუსთავი 2-თან" სატელეფონო საუბარში დეპუტატი ინფორმაციას ამ ეტაპზე არ ადასტურებს, თუმცა ამბობს, რომ ბევრ საკითხზე კითხვის ნიშნები არსებობს.

"მიმდინარე კვირაში რომ ფრაქციას ვტოვებ, არ შეესაბამება სიმართლეს. ჯერ გადაწყვეტილება მიღებული არ მაქვს, მომავალში რა იქნება, რა გითხრათ... კითხვის ნიშნები ყოველთვის არსებობს, ვნახოთ რა იქნება სადაო..." - განაცხადა ნატო ჩხეიძემ.

ნატო ჩხეიძე პარლამენტის წევრი მესამედაა, მანამდე ის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს წევრი ჯერ ასლან აბაშიძის აღორძინების ბლოკიდან, შემდეგ კი პატრიოტთა ალიანსიდან იყო.

დღის ამბები