ხელოვნების მუზეუმში, ამიერკავკასიაში პირველი ხელოვნების ნიმუშების ექსპერტიზის ლაბორატორიის შექმნის პროცესი გრძელდება. შეძენილი აპარატურის ნაწილი ლაბორატორიაში უკვე განთავსდა.
აქ შესაძლებელი იქნება, სამუზეუმო ექსპონატების სამეცნიერო კვლევა, დათარიღება და ნამუშევრის ავთენტურობის დადგენა. მოწყობის პროცესს საქართველოს ვიცე-პრემიერი, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი, თეა წულუკიანი გაეცნო.