26 ნოემბერი 2024,   15:42
ვრცლად
"ამ საგამოძიებო კომისიის შექმნით პარლამენტი ანუ ხელისუფლების საკანონმდებლო შტო უხეშად ჩაერევა სასამართლო ხელისუფლების საქმიანობაში" - გიორგი ცაგარეიშვილი 

ოპოზიციის ინიციატივას, რომ შეიქმნას საპარლამენტო საგამოძიებო კომისია, რომელიც სასამართლო სისტემაში სავარაუდო კორუფციის ფაქტებს შეისწავლის, უმრავლესობაში ეხმაურებიან.

უმრავლესობაში თვლიან, რომ ამის საჭიროება დღეს არ არსებობს. ოპოზიციამ საკითხზე საუბარი მას შემდეგ გაააქტიურა, რაც ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტმა მოსამართლეები დაასანქცირა. 

"ქართული ოცნების" წევრი გიორგი ცაგარეიშვილი ამბობს, რომ  სწორედ მსგავსი კომისიის შექმნა გახდება აუცილებელი, ეს იქნება ჩარევა სასამართლოს დამოუკიდებლობაში. 

"არა ერთხელ დავაფიქსირეთ, რომ ამგვარი კომისია არ უნდა შეიქმნას საქართველოს პარლამენტში. ბურთი არის მათ მოედანზე. იმდენად აგდებით მოეპყრნენ ამ საკითხს, რომ თავი ვერ მოუყარეს ადამიანებს სხდომათა დარბაზში... ამ საგამოძიებო კომისიის შექმნით საქართველოს პარლამენტი, ანუ ხელისუფლების საკანონმდებლო შტო უხეშად ჩაერევა სასამართლო ხელისუფლების საქმიანობაში,“ - აცხადებს გიორგი ცაგარეიშვილი.  

საგამოძიებო კომისიის შექმნას არასერიოზულს უწოდებს საზოგადოებრივი მოძრაობის ”ხალხის ძალა” დამფუძნებელი, გურამ მაჭარაშვილი.  

"ოქროს მოწმე, ამერიკის ელჩის სახით, ამბობს უარს ყოველგვარ თანამშრომლობაზე ნებისმიერ უწყებასთან დაკავშირებით და ამბობს რომ ის არავითარ მტკიცებულებას არ წარმოადგენს. საჯაროდ ინფორმაციები ამ მოსამართლეებთან დაკავშირებით არაფერი არ დევს და ამ საგამოძიებო კომისიამ რომც შექმნან, რა უნდა გამოიძიოს, არავინ არ იცის. ამიტომაც არის, არა არგუმენტირებული, არა საფუძვლიანი და კომიკური თუნდაც ამ საგამოძიებო კომისიის შექმნა. ორი საგამოძიებო კომისიის განცხადება დევს უკვე ბიუროში და მიუხედავად თავმჯდომარის მოწოდებისა, არც ერთხელ არ გამოიტანეს კენჭისყრაზე. ახლა ამ საგამოძიებო კომისიის შექმნასთან დაკავშირებითაც არავინ იცის, ამას მხარს დაუჭერს თუ არა 50 დეპუტატი და რომც შექმნან, ამას ექნება იგივე ეფექტი, როგორიც ჰქონდა ე.წ. ცხელი შემოდგომის დაანონსებას, ხაბეიშვილის მიერ 10 ათას კაციანი აქციების დაანონსებას, სადაც სამი კაცი მიდიოდა,“ - აცხადებს გურამ მაჭარაშვილი.

დღის ამბები