26 ნოემბერი 2024,   16:23
ვრცლად
"ადამიანი ჩონჩხად გადაიქცა და რომ დგება ხერხემალი სრულიად გადაღუნულია, 100 წლის ადამიანივით, ძლივს მიჩოჩავს" - გიული ალასანია სააკაშვილზე

მიხეილ სააკაშვილი დღეს კლინიკა "ვივამედში" გიული ალასანიამ მოინახულა. მისი განცხადებით, მსჯავრდებულის მდგომარეობა ისევ მძიმეა და ის წონაში ისევ იკლებს.

ოჯახი ახლა სტრასბურგის სასამართლოს პასუხის მოლოდინშია, მიიღებს თუ არა წარმოებაში მათ საჩივარს. მათი მოთხოვნა სასჯელის გადავადება და სააკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანაა.

"ადამიანი ჩონჩხად გადაიქცა და რომ დგება ხერხემალი სრულიად გადაღუნულია, 100 წლის ადამიანივით, ძლივს მიჩოჩავს. საკვებს იღებს, ასე არ არის, რომ სულ არაფერს იღებდეს, მაგრამ პრობლემაც ეს არის, რომ იღებს, მაგრამ როგორც ჩანს ვერ იწოვს ორგანიზმი. საჩივარი ერთნაირია ყოველთვის. შუალედში მიეცეს შესაძლებლობა, რომ აღიდგინოს ჯანმრთელობა," - აცხადებს გიული ალასანია.

დღის ამბები